კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფ სამ მოქალაქეს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ამის შემდეგ სასამართლო კახა ბეჟიტაშვილის, დიმიტრი ჭრელაშვილისა და გივი ბეგიაშვილის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაკავებულებიდან ორი დედაქალაქში, ერთი კი კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში აიყვანეს.
ფაქტს წინ უძღოდა საბერძნეთსა და საფრანგეთში ანალოგიური ბრალდებით 4 პირის დაკავება.
გამოძიების ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.