04 დეკემბერი 2024,   22:52
ვრცლად
“საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანია, რომ ადამიანებთან, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მივიტანო პროტესტი“ - მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილ საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჯანელიძე წერს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი მისვლის ერთადერთი მიზანია, რომ ადამიანებთან, რომლებიც “რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, პროტესტი მიიტანოს.“

“1. მე არავის სახელით არ ვსაუბრობ. არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს. არ ვაწარმოებ არანაირ მოლაპარაკებებს.
2. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემი მისვლის ერთადერთი მიზანი არის, რომ ადამიანებს, რომლებიც რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ არიან, მათთან მივიტანო პროტესტი. ყველას გვყავს ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო.
3. ირაკლი კობახიძის სტუდიაში ყოფნა ასეთი აუდიტორიის მეტ ყურადღებას გამოიწვევს. ის ჩემთვის დიდი ხანია არაფერს წარმოადგენს.
4. ძალა ერთობაშია!

“პირველი არხი“ - ჯერ არავინ დამკავშირებია თქვენგან,“ - წერს ჯანელიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელების - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელისა და მიხეილ ჯანელიძის პირისპირ.

დებატების ეს ფორმა ხიდაშელმა მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ოპონენტებს ღია ეთერში დისკუსია თავად შესთავაზა. დებატები დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები