03 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
კიბერთავდასხმა ავიაციის სააგენტოს სერვერზე - სავარაუდო მოტივად კრიპტოვალუტაში თანხის მოთხოვნა სახელდება

„დაუდასტურებელი მონაცემებია, რომ სავარაუდო მოტივი შეიძლება ყოფილიყო ფულის მოთხოვნა კრიპტო ვალუტაში“- ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ განაცხადა.

კარანაძის თქმით, კიბერშეტევა განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შიდა სერვერზე, თუმცა ამას სააგენტოს მუშაობისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

კარანაძის თქმით, მათ მიმართეს შს სამინისტროს და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კიბერშეტევას ჰქონდა ადგილი, შიდა სერვერზე მონაცემები დაიბლოკა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა ჩვენი შიდა პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობა.

ჩვენ ალტერნატიული წყაროებით აღვადგინეთ პროგრამების მუშაობა...შეფერხება არ გამოუწვევია ამ ფაქტს ავიარეისების მუშაობაზე, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში“-აცხადებს კარანაძე.

დღის ამბები