03 მაისი 2024,   13:54
ვრცლად
კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა

კვირის ბოლოს ლარი მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანკთაშორის პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4577 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9401 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.

 

 

დღის ამბები