თავდასხმა უცხოელ ტურისტზე - თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, გვიან ღამით საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს. ტურისტი მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
26 წლის მამაკაცი, რომელმაც უცხოელი დაჭრა, სამართალდამცავებმა დააკავეს. ის უკვე მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და მან სამართალდამცავებს მომხდარი ფაქტი აღუწერათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელმა მომხდარი 30 წლამდე ტურისტის დაჭრის შემდეგ ადგილიდან მიმალვა მოახერხა, თუმცა, დანა ადგილზე დატოვა, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, თავდასხმის მოტივი უცხოელი ტურისტისთვის თანხის გამოძალვას უკავშირდება.
შემთხვევა ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციას და სუს-ის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.
პირველადი დახმარება დაჭრილს სახელმწიფო უწყებების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და მათვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.