აშშ-ში, ლატარიის კომპანია DC Lottery-ს, ერთდროულად, ასობით გამარჯვებული ჰყავს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, წელს უკვე მეორედ, მომგებიან რიცხვებად 4 4 4 4 ამოვიდა. შედეგად, ლატარიის გამარჯვებული, ჯამში, 438 ადამიანი გახდა.
სულ კომპანიას, გამარჯვებულთა დასაკმაყოფილებლად, $1,058,020-ის გაღება მოუწევს.