პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია მაიკ ჯონსონის სიტყვებზე, სადაც ის ამბობს, რომ "კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი."
პაპუაშვილის განცხადებით, სწორედ ამ საკითხს არეგულირებს "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონი.
"როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე.
სწორედ ამას არეგულირებს "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს", - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.