21 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
"მზად ვართ, ჩვენს 3 მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული, 4 პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებასა და მანდატებზე" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ბარიერგადალახული ოპოზიცია სახელმწიფო დაფინანსებასა და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის, თავად მზად არიან, თავიანთ წილ 3 მილიონ ნახევარზე თქვან უარი.

"გეგმას რომ ვერ ამბობენ, მე გეტყვით ახლა რა არის გასაკეთებელი, ორი ვარიანტი გვაქვს სულ - ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად.

წარმოიდგინეთ, ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ, "გირჩს", არ გვაქვს საპარლამენტო მანდატები, მაგრამ მივიღეთ 3 მილიონ-ნახევარი ლარი. ხაზარაძეს და დანარჩენ ჯიგრებს ქართველმა ხალხმა მისცა 20 მილიონ ლარზე მეტი და 50-ზე მეტი მანდატი. თუ 50-ზე მეტი მანდატი და 20 მილიონზე მეტი ლარი არ შემოვა ამ პოლიტიკურ თამაშში და თუ იტყვიან, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, თუ ამას იზამენ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს 3 მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი და ვთქვათ, რომ არალეგიტიმური არჩევნების "გაპრავება" არ გვინდა. ამას ვეუბნებოდით ჩვენ 2020-ის წინ.

2020-ში რატომ გადავწყვიტეთ პარლამენტში შესვლა - დავინახეთ, რომ ჩვენი ჯიგარი ოპოზიციონერები ფულის აღებასაც აპირებდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც ამ მთავრობის მიერ დანიშნული ცესკოთი. თუ ეს მთავრობა არალეგიტიმურია, მისი ცესკოც არალეგიტიმურია, მის მიერ დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არალეგიტიმურია და ყველაფერზე უნდა თქვა უარი.

დაველოდებით... ჩვენ მზად ვართ, ჩვენს 3 მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული, 4 პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები