21 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"ხალხს "აჭამეს", თითქოს რაღაც გადამწყვეტ ბრძოლაში შედიოდნენ, სადაც სიკეთის მხარეს იყო გვარამია, ხაზარაძე, გახარია და "ნაცები", დანარჩენი კი იყო რაღაც ტიპის ბოროტება - ამიტომ ვერ გადალახა "გირჩმა" ბარიერი" - იაგო ხვიჩია

"ჩვენ, რა თქმა უნდა, თვითკრიტიკულებიც ვართ, მთავარი მიზეზი, რის გამოც "გირჩმა" ვერ გადალახა ბარიერი, მე მგონია, არის ის რომ "ხალხმა ჭამა" და "ჭამა" ის, რაც გვარამიამ "აჭამა," რაც ხაზარაძემ "აჭამა," რაც "ქოცებმა" "აჭამეს," - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, პარლამენტში ახლა არავინ გამოხატავს ხალხის ინტერესს.

"ხალხს ის "აჭამეს", რომ თითქოს რაღაც გადამწყვეტ ბრძოლაში შედიოდნენ, სადაც სიკეთის მხარეს იყო გვარამია, ხაზარაძე, გახარია და "ნაცები", დანარჩენი კი იყო რაღაცა ტიპის ბოროტება. ისევე, როგორც მეორე მხარემ თქვა, რომ "ნაცები" მოვლენ, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ. ამ ნარატივმა კიდევ ერთხელ იმუშავა და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ პარლამენტში შემადგენლობა, რომლებიც არავინ არ არის ხალხის მხარეს და არავინ არ გამოხატავს ხალხის ინტერესს. ამას ცოტა ხანში ყველა დაინახავს. ჩვენ მართლა ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც თავის დროზეც შემთხვევით მოხვდა პარლამენტში, იმიტომ, რომ 1%-იანი ბარიერი იყო და მაინცდამაინც ფული არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ პარლამენტში შევსულიყავით, მაგრამ ახლა "ნაღდად" ჭამეს და ფიზიკურად ამას უკვე ვუყურებთ", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები