"ჩვენ იმიტომ უზრუნველვყავით ამ რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, რომ კითხვის ნიშნები არ დაგვეტოვებინა არაფერთან დაკავშირებით. მაშ, რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას, თუ ტექნიკურ მისიებთან დაკავშირებით უნდა გვესაუბრა", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას.
საუბარია ბორელის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: "საქართველოში გავგზავნით ტექნიკურ მისიას, ასევე მოვიწვევთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს, რათა წევრ ქვეყნებს წარუდგინოს შეფასება საარჩევნო დარღვევებზე".
"ნებისმიერი ტექნიკური მისია ჯერ უნდა სწავლობდეს ეუთო/ოდირის და შესაბამისი სადამკვირვებლო მისიის დასკვნას. ჩვენ იმიტომ უზრუნველვყავით ამ რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა, რომ კითხვის ნიშნები არ დაგვეტოვებინა არაფერთან დაკავშირებით. მაშ, რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას, თუ ტექნიკურ მისიებთან დაკავშირებით უნდა გვესაუბრა? რა ლოგიკაში შეიძლება ჯდებოდეს. ეუთო/ოდირმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო კარგად ადმინისტრირებულია, რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო ინციდენტები, 3 111 უბანზეა საუბარი და 3 111 უბნიდან, დაახლოებით 4-5 უბანზე მოხდა კონკრეტული ინციდენტი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.