27 დეკემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის და "ჰამასის" ლიდერის მუჰამედ დეიფის წინააღმდეგ, ღაზას ომთან დაკავშირებული სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის, დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციას the guardian ავრცელებს. 

ორდერები ნეთანიაჰუს და გალანტს დაპატიმრების საფრთხის წინაშე აყენებს, თუ ისინი საზღვარგარეთ გაემგზავრებიან. ამასთან, დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, დეიფი შესაძლოა ისრაელმა მოკლა.

სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა, მაისში მოითხოვა დაპატიმრების ორდერი და თქვა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი "კრიმინალურად პასუხისმგებელნი" იყვნენ ღაზაში მასობრივი შიმშილობის ორკესტრირებაზე, რაც ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს.

დღის ამბები