აშშ-ში, American Airlines-ის მგზავრმა, ფრენის დროს თვითმფრინავის კარის გაღება სცადა, ის სხვა მგზავრებმა გააკავეს და წებოვანი ლენტის გამოყენებით დააბეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი მილუოკიდან დალასის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც ერთ-ერთი მგზავრი ბორტ გამცილებელს თავს დაესხა და თვითმფრინავი კარის გაღება სცადა.
პოლიციის ომის თანახმად, ერთ-ერთი მგზავრი ბორტგამცილებელს კარის გაღებას სთხოვდა, რადგან მას სასწრაფოდ გარეთ გასვლა სჭირდებოდა. უარის მიღების შემდეგ ის აგრესიული გახდა, თავს დაესხა ბორტგამცილებელს და ძალის გამოყენებით სცადა კარები გაღება.
მგზავრი, რომელმაც საღი აზროვნება დაკარგა და აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თვითმფრინავიდან შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით ჩამოიყვანეს და სამედიცინო გამოკვლევებზე გაგზავნეს.
კომპანიის განცხადების თანახმად, "არადისციპლინირებული მგზავრი გამო, დალასის აეროპორტში დაფრენისას, თვითმფრინავს აეროპორტში პოლიცია დახვდა".