04 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
"მე და ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიების" - ბერა ივანიშვილის მტკიცებით "ბასიანი" მას არ ეკუთვნის 

„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს ბერა ივანიშვილმა განცხადებით უპასუხა.

შალვა ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ ღამის კლუბი "ბასიანი" ბერა ივანიშვილს ეკუთვნის და მის დახურვას ითხოვს. 

ბერა ივანიშვილი შალვა ნათელაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი "ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიების" მომხრეა. 

„სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.

დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება.

მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას,“ - აღნიშნულია ბერა ივანიშვილის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

დღის ამბები