17 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
"დაილუქოს ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება" - ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ კლუბი "ბასიანი" ბერა ივანიშვილს ეკუთვნის

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ღამის კლუბ "ბასიანის" დახურვას და მისი ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს.

ნათელაშვილმა პროკურატურას მიმართა და 24 საათიანი ვადა მისცა იმის გამოსაძიებლად, მოხდა თუ არა გარდაცვლილი ახალგაზრდების ინტოქსიკაცია აღნიშნულ კლუბში.

ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ კლუბი ბერა ივანიშვილს ეკუთვნის და მას სწორედ ყოფილი პრემიერის შვილი მფარველობს. 

„დაილუქოს აი ეს ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება. მართალია განაცხადა ივანიშვილის ოჯახმა, რომ ტყუილია, ჩვენი არ არის გვაბრალებენო, მაგრამ ასეთივე ტყუილია, როგორც ოქროს საბადო რომ არ არის მათი ბოლნისში. და როგორც ნარკომანი დიჯეები ბერას „ფეისბუქ“ მიმართვით არ გაათავისუფლეს ციხიდან რამდენიმე თვის წინ. აი ეს ისეთივე ტყუილია. მე კატეგორიულად ვაცხადებ მიწა დაიწვება თქვენს ფეხ ქვეშ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები