ფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება შეჭამა. ახლობლების ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა, შედეგად 6 წლის გოგონამ პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობა მიიღო. გოგონა რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტი ფოთში, "ბერვილი-ჯგუფის" ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც შვილიშვილი ტკბილეულის შესაძენად ბებიამ მიიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„კივილი დაიწყო ბავშვმა სიმწრისგან. გაუსივდა ენა, ტუჩები. ეს იყო მჟავა, რომლითაც მილებს და ონკანის ნიჟარებს წმენდენ,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.