06 იანვარი 2025,   21:30
ვრცლად
ორბელიანების მოედანი, დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია - საახალწლო ღონისძიებები თბილისში

სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში - საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. ორბელიანების მოედანი, დედაენის ბაღი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია, სრულად დატვირთულია. სპეციალური სივრცეებია მოწყობილი პატარებისთვის, სადაც ბავშვების გახალისებას სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობით ცდილობენ.

სტუმრების განწყობაზე ზრუნავენ ქართველი შემსრულებლები. ყინულის მოედანი, სანტას სახლი, შეხვედრა ზღაპრის გმირებთან, ტკბილეულის ფესტივალი და თეატრალიზებული წარმოდგენები – მრავალფეროვანი პროგრამა დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები