06 იანვარი 2025,   21:47
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას, ტრამპის ადმინისტრაციაში, ტემი ბრიუსი დაიკავებს

მეთიუ მილერის შემცვლელის ვინაობა ცნობილია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება", - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ტემი ბრიუსი 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია და ის ტრამპის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანამდებობას იბარებს.

დღის ამბები