სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, სეულში, საპირისპირო ქუჩებზე შეიკრიბნენ.
მანამდე, სახელმწიფო ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები პრეზიდენტის დასაკავებლად მის რეზიდენციაში შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხელი სახელმწიფო მეთაურის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა.
დაპირისპირების მიზეზი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტია, რომელსაც პარლამენტმა მხარი 14 დეკემბერს დაუჭირა. იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.