ჰააგაში პოლიციელების მისამართით ფოიერვერკის სროლის გამო 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. სასამართლომ, ჩადენილი ქმედება მაღალი ხარისხის საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომელიც მიმართული იყო პოლიციელებისადმი, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.
ინციდენტი დაახლოებით 23:15 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ორი პოლიციელი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ოფიცრებს უშუალოდ აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრი აშორებდათ.
მართალია ისინი არ დაშავებულან, მაგრამ წერილობით განცხადებაში აღნიშნეს, რომ შემთხვევას შეიძლება გამოეწვია სერიოზული დაზიანება ან სიკვდილიც კი.
"პოლიციის წინააღმდეგ ძალადობა, როგორც ჩანს, ნორმაა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური", - აღნიშნა ერთ-ერთმა ოფიცერმა.
ახალგაზრდა მამაკაცმა აღიარა, რომ შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა უარყო, რომ სროლა პოლიციელების მიმართ მიზანმიმართულად განახორციელა.
მოსამართლემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო მანძილიდან გასროლილმა ფეიერვერკებმა შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
სასჯელი შეესაბამებოდა პროკურატურის მოთხოვნას ექვსთვიანი პატიმრობის შესახებ.