რუსეთის პულკოვოს აეროპორტმა სანქტ-პეტერბურგში დროებით ფრენები შეაჩერა. "როსავიაციის" განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო თვითმფრინავების უსაფრთხოებას უკავშირდება.
კომპანიაში კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა აეროპორტები უკრაინის მხრიდან დარტყმების საშიშროების არსებობის გამო დახურა.