06 იანვარი 2025,   21:50
ვრცლად
"ცუდი ბიჭის აღზევება" - puff diddy-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე დღეში შედგება

დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც puff diddy-ის შესახებ მოგვითხრობს, 14 იანვარს შედგება.

"ცუდი ბიჭის აღზევება" - ასე ჰქვია ფილმს, რომელზეც სტრიმინგ სერვისი "ფიქოქი" მუშაობს. ეს არის პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს მიმართ დაწყებულ სკანდალსა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება.

დოკუმენტურ ფილმში ასევე გამოჩნდებიან Diddy-თან დაახლოებული პირები: ყოფილი თანამშრომლები, მისი დაცვის წევრი და ბავშვობის მეგობარი.

მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე მსგავსი დოკუმენტური ნამუშევარი გამოვა. ერთი-ერთი მათგანი კი, 50 Cent-ის პროდიუსერობით მზადდება.

დღის ამბები