04 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში,  სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია დააყენებს თუ არა ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს.

ეს არის პირველი შეხვედრა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებულმა ცხინვალმა ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე დაუბრუნა.

დღის ამბები