11 ოქტომბერი 2024,   22:45
ვრცლად
"თუ არ აღდგება სამართლიანობა შეიძლება დაიწყოს სისხლისღვრა"-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ დამფუძნებელი ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს აქციის მონაწილეების სამართლიანი გზავნილი და აღადგინოს სამართლიანობა. როგორც სოლიდარობის აქციაზე დავით ქაცარავამ განაცხადა, შურისძიების სურვილი იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული ეს პროცესი სისხლისღვრამდე მივიდეს.

"დღეს ჩვენ ყველა შვილმკვდარი მშობლები ვართ აქ. ყველა შვილმკვდარი მშობლები ვართ ზაზასთან ერთად, მალხაზთან ერთად, ტატუნაშვილის მშობლებთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან სამართალს. თუ არ აღდგება სამართლიანობა შეიძლება დაიწყოს სისხლისღვრა, შეიძლება შურისძიებამ გადაინაცვლოს ქუჩებში,“-განაცხადა დავით ქაცარავამ. 

დღის ამბები