25 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
"ეს არის მტკნარი სიცრუე" - შოთა შალელაშვილის პირველი კომენტარი სკანდალზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა შალელაშვილი იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი გაბრიელ შალელაშვილი, იგივე გარი შალონი, ჰაკერული თავდასხმისთვის დააკავეს.  

შოთა შალელაშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, შვილის მიერ ჰაკერული თავდასხმისას მოპარულ 2 მილიარდს, საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს

შოთა შალელაშვილმაკურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და კონკრეტულად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგ ისაუბრებს.

„ჩემი პოზიცია ისეთია, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და უფრო სიღრმისეულად, რომ ჩამოვალ , რა თქმა უნდა, ვისაუბრებ,“ - განაცხადა შალელაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი, იგივე გარი შალონი მოიაზრება მთავარ ორგანიზატორად იმ ჰაკერული შეტევისა, რომლის შედეგადაც ამერიკული ბანკებიდან 100 მილიონამდე მომხმარებლის საბანკო მონაცემები მოიპარეს და მილიარდობით დოლარი მიითვისეს.

გარი შალონი, რომელიც ონლაინ კაზინოებითაა დაკავებული და ვის ქონებასაც საერთაშორისო მედია 2 მილიარდ დოლარად აფასებს, FBI-მ 2015 წელს მასშტაბური ოპერაციის შედეგად აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.

გამოძიების ვერსიით, მოპარული ფულის გათეთრება სწორედ ონლაინ კაზინოების და ბიტკოინების მეშვეობით ხდებოდა.

დღის ამბები