26 დეკემბერი 2024,   14:39
ვრცლად
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან - ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც

აქციის მონაწილეებმა, გასული ღამე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენეს. რუსთაველის გამზირზე გაშლილია კარვები.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. დილის 6 საათისთვის დემონსტრანტებს ბათუმელი ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა და აქციის მონაწილეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ამ წუთებში პარლამენტთან ვითარება სტაბილურია. მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ რჩებოდნენ მომიტინგეები და მათთან ერთად იმყოფებოდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ტერიტორიაზე კარვებთან ერთად მოეწყო სცენა, საიდანაც პოლიტიკოსები დემონსტრანტებს სიტყვით მიმართავდნენ და აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ არ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი.

ღამის განმავლობაში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება აღარ მომხდარა.

აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან ადგილზე და აპროტესტებენ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, სადაც დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ცნონ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევები გაყალბდა და ის ხალხის რეალურ ნებას არ ასახავს.

დღის ამბები