გასულ ღამით, დემონსტრანტების გვერდით არ ყოფილა აქციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზატორი. "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა.
გამგზავრების მიზნებზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვარამიას ჟურნალისტებთან ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მიემგზავრება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ მიატოვა აქციის მონაწილეები და რატომ არ იმყოფება მათ გვერდით, გვარამია ამბობს, რომ ევროპარლამენტში ის უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდის.
"დამიჯერეთ, უფრო მნიშვნელოვან ამბავზე მივდივარ ევროპარლამენტში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.