25 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
კარგად იციან, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც გადაცდომებს ჰქონია ადგილი ისეთს, რომ შესაძლო ყოფილიყო ზეგავლენა მოეხდინა საარჩევნო შედეგზე - ვახტანგ ჩოჩია ოპოზიციაზე

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებს მმართველ გუნდში აფასებენ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, მათმა ოპონენტებმა კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ისინი მოქალაქეებს აბსურდულ სცენარებს სთავაზობენ.

"ისინი აგრძელებენ თავიანთი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. რეალურად, აბსურდს აპროტესტებენ. მათ კარგად იციან, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც გადაცდომებს ჰქონია ადგილი ისეთს, რომ შესაძლო ყოფილიყო ზეგავლენა მოეხდინა საარჩევნო შედეგზე. დესტრუქციული ნაბიჯები, როგორიც არის ქუჩების პიკეტირება, აქციების მოწყობა, საკანონმდებლო საქმიანობის ხელისშეშლა საზოგადოებაში იწვევს აგრესიას", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

 

დღის ამბები