25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"სტუდენტური პარლამენტი" და მთავრობა, უცვლელ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომლობას, როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებებთან - ერეკლე იაშვილი

მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, "საქართველოს სტუდენტურ პარლამენტი" წყვეტს საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობას სიცრუეა - ამის შესახებ განცხადება "საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა" და მთავრობის დამფუძნებელმა ერეკლე იაშვილმა გააკეთა.

მისი განმარტებით, პირები რომლებიც "სტუდენტური პარლამენტის" სახელით განცხადებებს აკეთებდნენ, სავარაუდოდ, დაკავშირებულები არიან ოპოზიციურ პარტია "ლელოსთან" და განცხადებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

"აღნიშნული ჯგუფი არ წარმოადგენს "საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს". ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით როგორც გავარკვიეთ, ეს ადამიანები, სავარაუდოდ, აფილირებულები არიან პოლიტიკურ გაერთიანება "ლელოსთან" და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი უკავშირდება უშუალოდ "ლელოს" გადაწყვეტილებას და არაფერი კავშირი არ აქვს "სტუდენტურ პარლამენტთან". ჩვენი ორგანიზაცია - "სტუდენტური პარლამენტი" და მთავრობა, უცვლელ რეჟიმში აგრძელებს თანამშრომლობას, როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებებთან", - განაცხადა ერეკლე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ განცხადება გააკეთეს ე.წ "საქართველოს სტუდენტური პარლამენტის" წევრებმა, სადაც ამბობდნენ, რომ წყვეტდნენ ყველანაირ კავშირს საქართველოს პარლამენტთან.

დღის ამბები