04 მაისი 2024,   10:16
ვრცლად
მოქმედმა პოლიციელმა ქალი დაჭრა, ქალის ყოფილი ქმარი კი მოკლა - ფაქტს საპატრულო პოლიცია შეესწრო

მკვლელობა წერეთლის გამზირზე. "კურიერის" ინფორმაციით, მოქმედმა პოლიციელმა ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, მისი ყოფილი ქმარი კი მოკლა. დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ცეცხლსასროლი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციელი ალექსანდრე ჭინჭველაშვილი. მკვლელობას მცირეწლოვანი შვილი შეესწრო.

ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობას საპატრულო პოლიციაც შეესწრო.

„კარზე აკაკუნებდა, არ უღებდნენ კარებს. მერე ქმარმა გამოიძახა საპატრულო და პატრულის თანამშრომლების წინ მოხდა ეს მკვლელობა,“-ამბობს მეზობელი.

მისი ინფორმაციით, პოლიციელმა ჯერ ქალს, შემდეგ კი მის ყოფილ ქმარს ესროლა.

დღის ამბები