19 დეკემბერი 2024,   06:22
ვრცლად
შსს: ზაზა სარალიძეზე მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის 

ზაზა სარალიძეზე მოსალოდნელია პროვოკაციები, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის - ამის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყებაში ამბობენ, რომ არსებობს სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, შესაბამისად შსს მას, მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. 

"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.

ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები