21 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
გახარია-კობახიძის შეხვედრა - შს მინისტრმა შენობა უკომენტაროდ დატოვა

გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობა დატოვა. შს მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, თუმცა ის შენობიდან ისე წავიდა, რომ არ დაუკონკრეტებია ისაუბრა თუ არა ირაკლი კობახიძესთან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებსა და დეპუტატების დაკავებაზე. შეხვედრას ესწრებოდა მამუკა მდინარაძეც, რომელიც ოდნავ მოგვიანებით შეუერთდა მას.

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი მიმდინარეობდა.

ამ წუთებში კი პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. 

დღის ამბები