21 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
"საჭიროა დაწესებულებების გამაგრება"-ქართული ოცნება" სახელმწიფო შენობებზე მოსალოდნელ დესტრუქციულ ქმედებაზე საუბრობს

„დაკავება არის ღონისძიება, სადაც შეიძლება ადამიანის მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზემოქმედება“-ასე განმარტავს „ქართული ოცნების“ წევრი ნიკა მელიას დაკავებას. ის ამბობს, რომ შესაძლოა ის უწევდა წინააღმდეგობას სამართალდამცავებს, რის გამოც მოხდა შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობით მობილიზებას პარლამენტის ეზოში, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი რისკების გამო დადგა.

„რაც შეეხება მობილიზებას, ეს არის საქართველოს პარლამენტი. ნებისმიერის სახელმწიფო დაწესებულება, ყოველთვის როდესაც შეიძლება არსებობდეს რამე  რისკები იმისა, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა შესაძლებელია შექმნას რაიმე დესტრუქცია და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დესტაბილიზაციის მცდელობას, საჭიროა დაწესებულებების გამაგრება,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები