21 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
40 წუთი არკვევდნენ დაკავებული ვიყავი თუ არა - ირაკლი ნადირაძე შს სამინისტროს ბოდიშის მოხდას სთხოვს

საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე მისი დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ნადირაძის თქმით, მან მხოლოდ ტელევიზიით გაიგო რას ედავებოდა შს სამინისტრო. როგორც ნადირაძე ამბობს, მისთვის არავის განუმარტავს რატომ დააკავეს.

„ამ აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც ოთხი შვილის მამა ისე ვიმყოფები და მხარს ვუჭერ შვილმკვდარ მამებს, შვილმოკლულ მამებს. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა განახორციელეს მასირებული შეტევა, ვნახე ფაქტიურად როგორ ახრჩობდნენ პარლამენტის დეპუტატს ზუსტად იგივე მეთოდით ვიღაც მომეპარა, ყელში მომიჭირა ხელი და ოთხმა-ხუთმა თანამშრომელმა გადამიყვანა. ჩამსვეს მანქანაში და არ განმიმარტეს რატომ მაკავებდნენ. ამის შემდეგ ალექსანდროვის ბაღთან გააჩერეს მანქანა  და 40 წუთი არკვევდნენ დაკავებული ვიყავი თუ არა,“-აცხადებს ნადირაძე.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ის ხელწერილით გაათავისუფლეს და მისი სასამართლო ხვალ უნდა გაიმართოს.

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ის შს სამინისტროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

დღის ამბები