21 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პარტიის კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცეს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პარტიის კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცეს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიკროავტობუსში წყალი იყო მოთავსებული, რითაც აქციის მონაწილეებს ამარაგებდნენ. საკრებულოს წევრის თქმით, სამართალდამცავებმა ოქმის შედგენის გარეშე წაიყვანეს მანქანა.

„საერთოდ ჭკუიდან გადავიდნენ და ჩვენი კუთვნილი მიკროავტობუსი გაიტაცეს, მძღოლი ჩამოსვეს ავტომობილიდან, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს არანაირი ოქმი არ დაუწერიათ, არანაირი სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგენიათ, მოიტაცეს ჩვენი მიკროავტობუსი, რა მიმართულებით წაიყვანეს არავინ  არ იცის და აქედან შს მინისტრს მივმართავ, დაგვიბრუნოს ჩვენი კუთვნილი მიკროავტობუსი და მეორე, არ გაბედოს რაღაცების ან დამონტაჟება ან რამის მოგონება,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები