21 დეკემბერი 2024,   21:09
ვრცლად
დაშლილი კარვები და დაკავებების სერია რუსთაველის გამზირზე

დაშლილი კარვები და ათობით დაკავებული რუსთაველის გამზირზე - იმ პირებს შორის, რომელიც სამართალდამცავებმა აიყვანეს, ნიკა მელიაც არის. მას პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს და მანქანაში იძულებით ჩასვეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნიკა მელია ის შს სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ხელბორკილები ახსნეს და გაათავისუფლეს. მოგვიანებით უწყებაში განმარტეს , რომ ნია მელია არ დაუკავებიათ და ის ტერიტორიას გაარიდეს.

პარლამენტის წევრის გარდა, რუსთაველის გამზირზე დღეს საკრებულოს დეპუტატიც დააკავეს. ირაკლი ნადირაძეს სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებას ასევე ათამდე პოლიციელი დასჭირდა.

ოპოზიციის ლიდერები და მათთან ერთად ათობით მოქალაქე სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ნიკა მელია პოლიციის მაღალჩინოსნების მანქანას მიუახლოვდა და მათგან ითხოვდა განმარტებას რუსთაველის გამზირზე კარვების დაშლის შესახებ.

კარვების დაშლის და დაკავებების სერიის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს. ძალოვანთა უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული საკანონმდებლო ორგანოს ეზოშიც.

დღის ამბები