21 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ხმაური ბიუროს სხდომაზე-მმართველმა გუნდმა ენმ-ს 9 წელი შეახსენა, ოპოზიციამ კი განმარტებები რაფალიანცის საქმეზე ითხოვა

დაკავებების სერია რუსთაველის გამზირზე და შს მინისტრის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან-გიორგი გახარია პარლამენტში მას შემდეგ მივიდა რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ სამართალდამცავებმა კარვები აიღეს და ათობით პირი, მათ შორის დეპუტატები დააკავეს. გახარია-კობახიძის შეხვედრას ასევე წინ  უძღოდა სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობის მობილიზება როგორც პარლამენტის წინ ასევე შენობის ეზოში.

შეხვედრა გიორგი გახარიამ ისე დატოვა, რომ მას კომენტარი არ გაუკეთებია. მის ნაცვლად განმარტებები გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ოპოზიციის მოთხოვნით  ბიუროს სხდომა გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პოლიციელების მხრიდან პარლამენტის წევრის ნიკა მელიას დაკავებას ადგილი არ ჰქონია და ქვეყნის მთავარი გამზირიდან ის მხოლოდ განარიდეს.  ამის შემდეგ სხდომაზე ურთიერთდაპირისპირება წარსულის გახსენებით გაგრძელდა. უმრავლესობამ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ 9 წელი შეახსენა, ოპოზიცია კი განმარტებებს რაფალიანცის მკვლელობასა და ბოლო 6 წლის განმავლობაში სხვა გახმაურებულ საქმეებზე ითხოვდა.

 

დღის ამბები