21 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
პარლამენტში სადაც ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება, გიორგი გახარიაც მივიდა

ზაზა სარალიძე უკვე ორ საათზე მეტია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება. ის საკანონმდებლო ორგანოში საქალაქო სასამართლოდან მივიდა, სადაც აქციაზე დაკავებული ზვიად კუპრავას და კიდევ რამდენიმე მოქალაქის საქმე განიხილებოდა. შეხვედრას საგამოძიებო კომისიასთან ომბუდსმენიც დაესწრო. ნინო ლომჯარიას განმარტებით შეხვედრა თავად ზაზა სარალიძის ინიციატივით გაიმართა. მისივე თქმით ეს არ არის იყო კომისიის სხდომა და ეს იყო უფრო საქმიანი შეხვედრა, რომელზეც მან და ზაზა სარალიძემ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ მნიშვნელოვან ხარვეზებზე ისაუბრეს.

„მეც გამოვხატე ჩემის მხრიდან ამ შეხვედრაზე დასწრების სურვილი. იმიტომ, რომ მინდა ჩემი მხრიდან კომისიას ასევე მივაწოდო ყველა ის საინტერესო გარემოება, რომელიც სახალხო დამცველმა საქმის შესწავლის დროს გამოკვეთა. დღევანდელ შეხვედრაზე  ჩვენ ერთად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც სახალხო დამცველი, თვითონ ბატონი ზაზა ხედავს პრობლემატურად ამ საქმის გამო,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მან შეხვედრა უკვე დატოვა. ზაზა სარალიძე კი კონსულტაციებს აგრძელებს. 

გარდა ამისა,  როგორც ირკვევა პარლამენტის შენობაში დაბრუნდა შს მინისტრი. უცნობია მისი საკანონდებლო ორგანოში დარუნება უკავშირდება თუ არა ზაზა სარალიძის პარლამენტში ყოფნას და აქვს თუ არა გახარიას სურვილი მასთან შეხვედრის. 

 

დღის ამბები