21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
"არავის არაფერი დასაფარი არ აქვს... გახარია არის გახსნილი პარლამენტის წინაშე"-ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს განვითარებულ მოვლენებს  ეხმაურება. მან კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მათ შორის  ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფება შს მინისტრი პარლამენტის შენობაში.

მისი თქმით გიორგი გახარია მზად არის განმარტება გააკეთოს ყველა მოვლენაზე, მათ შორის პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

„შსს მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. დანარჩენი ჩვენ გვექნება დრო დამატებით თუ გვექნება კითხვა დავსვათ შს მინისტრის წინაშე. ის არის გახსნილი პარლამენტის წინაშე და უპასუხებს ყველა კითხვას. რაც შეეხება საქმეს, იცით რომ არის შექმნილი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ამ კომისიას ექნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასვას ყველა კითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმის გამოძიებასთან. არავის არაფერი დასაფარი არ აქვს. ჩვენ ინტერესებშია რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით არასწორია. 

დღის ამბები