18 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
ტრამპის მრჩეველი კრემლში-ჯონ ბოლტონი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს კრემლში დონალდ ტრამპის მრჩეველს მიიღებს. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკვე მოსკოვში იმყოფება და უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან მართავს შეხვედრას. მოგვიანებით კი ჯონ ბოლტონი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. დიმიტრი პესკოვმა მოლაპარაკების მთავარ თემად ორი ქვეყნის ურთიერთობა და საერთაშორისო საკითხები დაასახელა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაანონსებული შეხვედრის დეტალების შესათანხმებლად ჩავიდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების მოლაპარაკება სავარაუდოდ ივლისში გაიმართება. შეხვედრის სავარაუდო ადგილებად ჰელსინკი და ვენა სახელდება.

დღის ამბები