21 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
აგურის ბლოკები და ცემენტი - მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიის შენობაზე ფასადის მიშენება სცადა

უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ დედაქალაქის მერიასთან, აქცია-პერფორმანსის მოწყობა სცადა.

ტუსკაძემ  მერიის შენობასთან აგურის ბლოკები მიიტანა და შენობის ფასადზე მისი მიშენება სცადა, თუმცა მერიის უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ მას აღნიშნულის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

უფლებადამცველი ქალაქში მიმდინარე უკანონო და უნებართვო მშენებლობებს აპროტესტებს და არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე საუბრობს. 

„შეჩერდეს უკანონო მშენებლობები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ეს არის ისტორიული განაშენიანების ზონა. მიუხედავად ამისა, ფარატინა ფურცელიც, რომ არ არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მშენებლობისა, ორი უკანონო უკვე აშენებულია და მესამე უკანონო შენობა-ნაგებობა არის მშენებარე,“-განაცხადა მამუკა ტუსკაძემ

დღის ამბები