21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნების ჟურნალისტებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით, საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში.

შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.

უცხოელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით, შეიძლება თუ არა რუსული აგრესიის გამომწვევ მიზეზად განიხილებოდეს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა.

საუბრისას კითხვები დაისვა საქართველოს და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ნატოს სამიტისთვის მზადების საკითხი და აშშ-ს კონგრესში წარმოდგენილი საქართველოს მხარდამჭერ აქტზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ დოკუმენტისთვის, რომლის საკითხიც აშშ -ი ვიზიტისას დააყენა.

დღის ამბები