21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმე - ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული თამთა ჯანჯღავა ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებზეა გადაყვანილი. სავარაუდოდ მიმდინარეობს ამოცნობის პროცედურა. მას სამართალდამცველები მკვლელობის მცდელობას ედავებიან.  საქმეში კიდევ ერთი გოგონა ფიგურირებს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობის სურვილი არ ჰქონია. თუმცა კითხვაზე, მაშინ რატომ ჰქონდა მას დანა, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ბრალდებულს ჯერ არ გასაუბრებია და შესაბამისად ინფორმაციას არ ფლობს.

„ზუსტად ვიცი, რომ არანაირი მოკვლის სურვილი და განზრახვა არ ჰქონდა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. იმიტომ, რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ. თქვა, რომ მე მის მოკვლას არ ვაპირებდი, მაგრამ დანარჩენ დეტალებზე არ გვისაუბრია,“-განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ადვოკატი ვერც იმაზე საუბრობს, თუ რა გახდა თავდასხმის მოტივი.

„ფაქტია, რომ რაღაც კამათი მოხდა მათშორის. მაგრამ საფუძველი რა იყო ამ კამათის ამაზე ჯერ საუბარი ცოტა ადრეა,“-განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ. 

დღის ამბები