21 დეკემბერი 2024,   20:57
ვრცლად
მეწყერი და ჩახერგილი გზა - თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს მეწყერის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა, საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა.

მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა, რის გამოც სატრანსპორტო გადაადგილება რამდენიმე საათით შეიზღუდა.

მეწყერის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი თურქეთის ჟანდარმერიის თანამშრომელია. ხოფის საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები