21 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ქუთაისი-ბარსელონის გაუქმებული რეისი და მგზავრების პროტესტი - მოქალაქეებმა ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

ქუთაისი-ბარსელონის რეისი გადაიდო. პროტესტის ნიშნად 200-მდე ადამიანმა ქუთაისის აეროპორტთან ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადა.

რეისი რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გაუქმდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მგზავრები ბორტზე იმყოფებოდნენ. ჰაერის უკმარისობის გამო რამდენიმეს სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.

კომპანია Wizz Air რეისის გადადების მიზეზებზე განმარტებას არ აკეთებს. ცნობილია, რომ ბარსელონის მიმართულებით ფრენა 3 ივლისს შესრულდება, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.

„ესპანეთში მივდიოდი. თბილისიდან ვარ, ქუთაისი არ ვიცი, ამ შუაღამისას სად წავიდე. გვეუბნებიან, სამში გადავანაწილებთო, მივაწოდეთ პასპორტები, სამში ბილეთები არ არის. სად წავიდეთ. ქუჩაში ვართ მიტოვებულები, წყალიც არ მოგვაწოდეს,“- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი, ნანა ჭიჭინაშვილი.

დღის ამბები