21 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"ნუ გიყვირივარ კი არა გაგხევ ცემაში" - კიდევ ერთი ხმაურიანი კონფლიქტი თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით

კიდევ ერთი ხმაურიანი კონფლიქტი თამაზ ელიზბარაშვილის მონაწილეობით - ამჯერად, ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობით ცნობილმა მამაკაცმა ახალგაზრდა ბიჭს დაემუქრა. ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდის მოქმედების შედეგად ქუჩის ძაღლების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით 23 წლის გუდუნა დაბრუაშვილის ემუქრება. მას შემდეგ, რაც გუდუნა დაბრუაშვილს ქუჩის ძაღლები დაედევნენ, მან დახმარების თხოვნით 112 მიმართა, რაც თამაზ ელიზბარაშვილის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ისმის, პოლიციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა. სამართალდამცველები გუდუნა დაბრუაშვილს დაჰპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, თუმცა დანაშაულის ნიშნების არ არსებობს გამო ძიებაც შეწყდა.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა შეტყობინების საფუძველზე ძაღლები თავშესაფარში შემოწმებაზე გადაიყვანა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, თამაზ ელიზბარაშვილის ვარაუდი, რომ ძაღლებს მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე დახოცავენ, არარეალურია.

თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს რომ 23 წლის ახალგაზრდას უხეშად მიმართა. თუმცა ფიქრობს ა კანონი არ დაურღვევია და ვერ ხედავს საფუძველს რატომ უნდა დაიწყოს გამოძიებას მის წინააღმდეგ.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი 

დღის ამბები