თელავში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი გაიხსნა. მერვე საჯარო სკოლაში რეგისტრაციის პროცესი 8:00 საათზე დაიწყო და 9-ზე დასრულდა.
პირველ სესიაზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას 375 აბიტურიენტი ჩააბარებს.
ცენტრის კოორდინატორის ინფორმაციით, პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ძლიერი სიცხეების გამო, განათლების სამინისტრომ აუდიტორიებში ვენტილატორები დაამონტაჟა.