21 დეკემბერი 2024,   20:39
ვრცლად
ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ძებნა დილიდან განახლდა

ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ძებნა დილიდან განახლდა. პროცესში რამდენიმე ათეული მაშველია ჩართული. შეტყობინება 112-ში ოჯახის - დედის, მამისა და მათი შვილის დუშეთის რაიონში დაკარგვის შესახებ, ორი დღის წინ შევიდა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მაშველებმა გუშინ დაღუპულები იპოვეს. ბავშვს კი ამ დრომდე ეძებენ.  

გარდაცვლილები ტურისტები იყვნენ. სმიტების ოჯახი ხანდას ხეობაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.  მაშველებმა თავდაპირველად ქალის ცხედარი იპოვეს, მალევე დაღუპული ნახეს მისი მეუღლეც.

მაშველების ინფორმაციით სმიტების ოჯახის წევრებს არ აღენიშნებოდათ ძალადობის კვალი. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

„სამი დღეს მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. ჩამოყვანილი  გვყავს 25 მაშველი. ასევე თბილისიდან გვყავს ჩამოყვანილი მყვინთავები, რომლებიც წყალზე მუშაობენ. ბიჭები დაახლოებით 11 კმ. ხეობა არის და  ამ 11 კმ-ს მანძილზე თითოეული დეტალი თითქმის შესწავლილი გვაქვს. ამ ორი დღის განმავლობაში პირველ დღეს  ვიპოვეთ ქალის ცხედარი, მეორე დღეს ვიპოვეთ მამაკაცის ცხედარი ხოლო მესამე ცხედარი ჯერ-ჯერობით არ არის  ნაპოვნი,“-განაცხადა მაშველმა თემურ მონიავამ. 

 

დღის ამბები