07 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
50 მაშველი, მათ შორის მყვინთავები - ხადას ხეობაში 4 წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხადას ხეობა ტურისტებისთვის დაკეტილია - მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებია.

უკვე მესამე დღეა მაშველები ხეობაში დაკარგულ 4 წლის ბავშვს ეძებენ.  ხეობაში ჩავიდა დუშეთის მერიც.

„ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მარნეულის რაიონში წამოსულები იყვნენ დასასვენებლად ხადას ხეობაში, კერძოდ, სოფელ წკერეზე. გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდგომ როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონო კავშირი შეწყდა 112-ზე განახორციელეს  ზარი და დაიწყო სამუშაოები ამ ოჯახის საპოვნელად. 6 ივლისს ნაპოვნი იქნა ქალის ცხედარი, 7 ივლისს ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი,“-განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მესამე წევრს  მყვინთავები ეძებენ. წყალქვეშა სამძებრო სამუშაოების გარდა, ხეობაში შესულია 20-მდე მაშველი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს ეძებს. სამძებრო სამუშაოებში სულ 50 მაშველია ჩართული. 

შეტყობინება "112"-ში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი შვილის დაკარგვის შესახებ პარასკევს შევიდა. ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მაშველებმა დაღუპულები ნახეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები