07 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
მაშველები ხადას ხეობას ტოვებენ - რთული რელიეფის გამო 4 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოები ხვალ განახლდება

4 წლის ამერიკელი გოგონას პოვნა ხადას ხეობაში კვლავ ვერ მოხერხდა. რთული რელიეფის გამო, დღეს სამაშველო ღონისძიებები შეწყდა და ის ხვალიდან განახლდება. ბავშვს უკვე მესამე დღეა ეძებენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 50-მდე მაშველია ჩართული. დაკარგული ბავშვის მშობლები კი გარდაცვლილები იპოვეს.

40 წლის ქალის ცხედარი ადგილობრივებმა ხადას ხეობაში ჩანჩქერთან იპოვეს. გვამის ნაპირზე გამოტანის შემდეგ თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და ხეობაში შესულმა სამაშველო სამსახურმა, ქალის ცხედრიდან 20 მეტრში მისივე ქმრის ცხედარიც აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ცოლ -ქმარი ამერიკის მოქალაქეები არიან. გვამებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

სმიტების ოჯახი 6 ივნისს სოფელ წკერეში ჩავიდა და იმავე დღეს ხადას ხეობის დასალაშქრად გავიდა. რამდენიმე საათში ამერიკის მოქალაქეებთან კომუნიკაცია შეწყდა. მათ ვერც მეგობრები და ვერც ოჯახის წევრები უკავშირდებოდნენ. სმიტების დაკარგვის შესახებ 112-ში მათმა მეგობრებმა დარეკეს.

ხადას ხეობაში იმ ადგილზე სადაც ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რის გამოც ხეობაში ტურისტებს არ უშავებენ. 

დღის ამბები