04 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი - რომან გოცირიძე

„იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა.

"კურიერის" ინფორმაციით, თეა წულუკიანი მინისტრთა განახლებულ შემადგენლობაში იქნება და იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს.

რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი მორჩილებაა.

„დარწმუნებული იყავით, როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, სასჯელაღსრულების და იუსტიციის, იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ეს არის პირადი მორჩილება, ეს არის ერთგულება, ეს არის შავი საქმეების შესრულება, ეს არის ბინძური საქმის შესრულება, ყველაფერის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყოს, აი, ვინც ყველაფერს იკადრებს, ის იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტრო,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პრემიერმა მთავრობის ახალი შემადგენლობა კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს.

დღის ამბები